ირანის პორტში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

სამხრეთ ირანში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე, ბანდარ-აბასის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია 750-ზე მეტი ადამიანი. აფეთქება გუშინ, 26 აპრილს, პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.