ირანის მხარდაჭერილმა ჰეზბოლამ ისრაელის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა

ლიბანში დაფუძნებულმა, შიიტურმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ”, ს მიმართულებით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. სამიზნე ისრაელის არმიის შტაბინა იყო ქალაქ საფედში, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობს. “ჰეზბოლას” ლიდერის მოადგილის ნაიმ ქაემის ცნობით, ისრაელზე თავდასხმისთვის მათ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ისრაელმა საჰაერო იერიშების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. არმიის სპიკერმა თავდასხმის კოორდინატების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ საჰაერო თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“ჰეზბოლას” ეს უკანასკნელი იერიში ისრაელის წინააღმდეგ, იყო პასუხი ისრაელის მიერ გასულ კვირას “ჰამასის” ლიდერის მოადილის საჰელ ალ-არაურის მკვლელობასა და ორშაბათს “ჰეზბოლას” მეთაურის ვისამ ტავილის მოკვლაზე სამხრეთ ლიბანში. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ პატივით დაკრძალეს.
ტავილი “ჰეზბოლას” ელიტარულ დანაყოფის მეთაური იყო და ის ჩართული იყო ჰეზბოლას ოპერაციებში სამხრეთ ლიბანსა და სირიაში. ტავალიმ 2006 წელს აქტიური როლი ითამაშა ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში, რა დროსაც ისრაელის ორი ჯარისკაცი გაიტაცეს.
ლიბანური დაჯგუფება აცხადებს, რომ მისი სურვილი არაა ომის გაფართოება, თუმცა დასძნეს, რომ თუ ისრაელი ლიბანზე იერიშებს განაგრძობს, ის მას უპასუხებს.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვრიდან “ჰეზბოლას” საფრთხის განეიტრალება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა საჰაერო იერიშების სამიზნე. საპასუხო წერტილოვანი დარტყმების დროს, ბოლო თვეების განმავლობაში, ისარელმა ჰეზბოლას 130 მებრძოლი მოკლა.
ისრაელმა ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა რა დროსაც მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო მოკლეს 1200-ზე მეტი ისრაელელი. ომის დაწყებიდან დღემდე დაძაბული ვითარებაა ისრაელ ლიბანის საზღვარზე, სადაც ისრაელს ასევე ჰყავს მობილიზებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ასევე დაგაინტერესებთ