ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% შევაჩერეთ – დანიელ ჰაგარი

„ირანის მიერ ს მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99 პროცენტი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა.
ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი გაუშვა და არც ერთი მათგანი არ შესულა ისრაელის საჰაერო სივრცეში, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ყველა მათგანი ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ამას გარდა, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცემდე ვერ მიაღწია, 25-ის ჩამოგდება ისრაელმა მოახერხა.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 120 ბალისტიკური რაკეტაც გაისროლა, ბევრი მათგანი ისრაელმა საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-ს დახმარებით ჩამოაგდო, ნაწილი კი სამხრეთ ისრაელში მდებარე ნევატიმის საჰაერო ბაზაზე მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ