ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის დროს, ამ დროისთვის 935 მოწამეა იდენტიფიცირებული“, – ციტირებს ირანული მედია სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერს, ასღარ ჯაჰანგირს.
მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია.
შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის საჰაერო იერიშებს ისრაელის 28 მოქალაქე ემსხვერპლა.
