ირანის თავდაცვის მინისტრი – თუ აშშ წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ძალების სამუშაო ჯგუფს შექმნის, მაშინ ისინი განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან

თუ აშშ წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ძალების სამუშაო ჯგუფს შექმნის, მაშინ ისინი განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ-რეზა აშტიანმა განაცხადა.
„თუ ისინი ასეთ ირაციონალურ ნაბიჯს გადადგამენ, მაშინ განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან“, – განაცხადა მოჰამედ-რეზა აშტიანმა.
თეთრმა სახლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჰუსიტების მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების ფონზე, წითელ ზღვაში საზღვაო სამუშაო ჯგუფის შექმნას განიხილავს.
„ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმ რეგიონში, სადაც ჩვენ უპირატესობა გვაქვს, არავის შეუძლია“, – აღნიშნა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ