ირანის თავდაცვის მინისტრის, აზიზ ნასირზადეს განცხადებით, ირანმა „რამდენიმე ქვეყანაში“ იარაღის ქარხნები ააშენა.https://www.timesofisrael.com/liveblog_entry/iran-says-it-has-opened-weapons-plants-in-several-countries/
ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ „რამდენიმე ქვეყანაში” გახსნა იარაღის წარმოებისთვის ინფრაქტრუქტურა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
ნასირზადეს თქმით, „რაკეტების განვითარება“ პრიორიტეტი იყო, თუმცა „ისრაელთან ომის შემდეგ პრიორიტეტები შესაძლოა შეიცვალოს“.
მან ასევე განაცხადა, რომ იარაღის ქარხნები „სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება ოფიციალურად გახსნილი და გამოცხადებული“.
