ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ირანი რუსულ გამანადგურებლებს და ვერტმფრენებს შეიძენს

ირანი რუსულ გამანადგურებლებს და ვერტმფრენებს შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მეჰდი ფარაჰი ავრცელებს.
„ირანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებისთვის “სუ-35” გამანადგურებლების და “მი-28” ვერტმფრენების შეძენის გეგმები ფინალურ სტადიაზეა. ახლა მათი ირანისთვის გადმოცემის შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა მეჰდი ფარაჰიმ.
რუსული მხარე ირანისთვის გამადგურებლების გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ცნობისთვის, 2018 წელს ირანმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დიზაინის გამანადგურებელი Kowsar-ის წარმოებას იწყებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება