ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი – ამერიკას გულში დანით დავჭრით

ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანი -სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, – აღნიშნა ლარიჯანმა, რომელიც ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირია და ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო.

მისი თქმით, მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი შევლენ.

ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას.

„ერთხელ და სამუდამოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს არ შეუძლიათ ირანელი ერის დაჩაგვრა“, – განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”