ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა – BBC

ირანი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის თანხმობით, ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, მოჰბერი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2 თვის განმავლობაში დაიკავებს.
ირანის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.