ირანის დაზვერვის მინისტრი – ირანის დაზვერვის მიერ ს ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება

ირანის დაზვერვის მიერ ს ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხატიბიმ განაცხადა.
ირანის დაზვერვის მინისტრის, ისმაილ ხატიბის ცნობით, საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს, ბირთვულ ობიექტებსა და -თან და ევროპასთან მის ურთიერთობებს ეხება.
„ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური დარჩება, მაგრამ დოკუმენტები მალე უნდა გამოქვეყნდეს“, – განაცხადა ხატიბიმ.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის დოკუმენტაციის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
ისრაელს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია