ირანის გაშვებული ბალისტიკური რაკეტების 50% ვერ აფრინდა ან ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, 14 აპრილის პირველ საათებში ირანმა გაუშვა 115-130 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნახევარიც წარმატებით გააუვნებელყვეს, დანარჩენებმა კი სამიზნეს ვერ მიაღწიეს (თავისით ჩამოცვივდნენ).
14 აპრილის, ღამით, ირანმა ისრაელზე დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% გააუვნებელყვეს.