ირანის ბირთვულ ობიექტებს “შუაღამის ურომ” დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

22 ივნისის გამთენიისას -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ “ძალიან წარმატებული იერიში” მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი – ფორდო – განადგურებულია.

თავის მხრივ, ირანელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ობიექტებზე აშშ-მ იერიშები მიიტანა, თუმცა უარყვეს, რომ დარტყმებმა ირანს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამასთან, აცხადებს, რომ “სრულ კოორდინაციაში” იყვნენ აშშ-ს მიერ დაგეგმილი იერიშების შესახებ.

აშშ-ს მხრიდან ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა მნიშვნელოვანი ესკალაციაა ირან-ისრაელის კონფლიქტში, რომელიც 13 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ცნობისთვის, ირანზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, ტრამპს ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული პროგრამა ვერ ექნებოდა და აიათოლას რეჟიმს “დანებებისკენ” მოუწოდა. საკითხის დიპლომატიურად გადაჭრისთვის კი მან ირანულ მხარეს ორი კვირა მისცა.

თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი უარს ამბობდა “ისრაელის იერიშების ქვეშ” მოლაპარაკებების გამართვასა და ბირთვული პროგრამის სრულად დათმობაზე, რის შემდეგაც ტრამპმა, როგორც ჩანს, ფორდოს, ნათანზისა და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე წერტილოვანი იერიშების მიტანის ბრძანება გასცა.

ვრცლად