ირანის ახალი პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი მხედველობაში არ იღებს მათ ღირსებასა და მდგომარეობას

თეირანში, ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის შენობაში, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. მასუდ ფეზეშქიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და განმტკიცება დაასახელა.
ირანის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო ღაზის სექტორში მიმდინარე ს სამხედრო ოპერაციებსა და დაბომბვებს.
„ჩვენ გვინდა სამყარო, რომელშიც პალესტინის ამაყი ხალხი გათავისუფლებულია ოკუპაციის, ჩაგვრის, პატიმრობისა და გენოციდისგან, სადაც არცერთი პალესტინელი ბავშვის ოცნება არ არის დამარხული მათი მამის სახლის ნანგრევებში“, – თქვა ფეზეშქიანმა.
„როიტერის“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გააცნობიერონ რეალობა და დაამყარონ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე. მან თქვა, რომ ისინი მზად არიან გაუმკლავდნენ არსებულ დაძაბულობას და გამართონ დიალოგი მთავრობებთან, რომლებიც ჯერ არ იღებენ მხედველობაში ირანის ღირსებასა და მდგომარეობას.
ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი .
ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება