ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აშშ-ის დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ შეჩერდება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე -ის თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში, რომელიც ირანის ბირთვულ ტექნოლოგიებს ზედამხედველობს, აცხადებენ, რომ სამი ძირითადი ობიექტი – ფორდოუ, ნატანცი და ისპაჰანი – კვირა დილის გამთენიისას „საშინელი თავდასხმის“ ქვეშ მოექცა.
სააგენტო დარტყმებს „საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების აშკარა დარღვევად“ აფასებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.