ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას -თან ბირთვულ პროგრამაზე – ტრამპი

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას -თან ბირთვულ პროგრამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თეირანმა დონალდ ტრამპის წერილს ასევე წერილობითი ფორმით უპასუხა და ომანის შუამავლობით ვაშინგტონს გაუგზავნა.
ირანმა ტრამპისგან წერილი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიიღო, სადაც ვაშინგტონი თეირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ორი თვის ვადაში არ მიიღწევა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებული აშშ-თან პირდაპირი დიალოგით, თუმცა მზადყოფნას აცხადებენ, გამართლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით.
„ირანი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ჩემს სიაში, რომელზეც ყურადღებაა საჭირო. მე მათ ახლახან გავუგზავნე წერილი და ვუთხარი: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, ან უნდა ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ეს თემა, ან ძალიან ცუდი რამ დაემართება ირანს. არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემი დიდი უპირატესობა – და ამას არ ვამბობ სიძლიერის ან სისუსტის გამო – ის არის, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ ირანთან, მაგრამ ჩვენ თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ცუდი რამ მოხდება ირანისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…