ირანიდან სირიის მიმართულებით ფრენები 22 იანვრის შემდეგ განახლდება

ირანიდან სირიის მიმართულებით ფრენები 22 იანვრის შემდეგ განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სირიის მიმართულებით ფრენები 22 იანვარს, საახალწლო არდადეგების შემდეგ იქნება დაშვებული“, – განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ პურფარზანემ.
მისი თქმით, ფრენების აღდგენისთვის დანიშნულების ქვეყანამ შესვლისა და მიღების ნებართვა უნდა გასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)