ირანიდან ნასროლი რაკეტების შედეგად ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა

ირანიდან ს მიმართულებით რაკეტების ორეტაპიანი გაშვების შედეგად ისრაელში 16 ადამიანია დაშავებული. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთ ადამიანს საშუალო ხარისხის დაზიანება აქვს, დანარჩენები კი მსუბუქად დაშავდნენ.
„The Times of Israel” წერს, რომ თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილზე მოხდა, სადაც განგაშის სიგნალები ჩაირთო. ერთი რაკეტა ჰაიფაში ჩავარდა, სადაც დარტყმამდე სირენების ხმა არ ჩართულა.
ირანის მედია თავის მხრივ, იტყობინება, რომ ისრაელზე თავდასხმის მე-20 ფაზის ფარგლებში მათ სხვადასხვა ტიპის შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ისროლეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თავდასხმა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.
ირანული მედია წერს,რომ ირანის ბოლო საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნეები იყო ბენ გურიონის აეროპორტი, ისრაელის რეჟიმის ბიოლოგიური კვლევის ცენტრი, მისი ლოგისტიკური ბაზები და მისი სამეთაურო და კონტროლის ცენტრების სხვადასხვა ბიურო.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს