ირანთან საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა – თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა

ირანთან 10 წლის წინ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა – თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანა აღარ არის შეზღუდული შეთანხმებით – ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით (JCPOA), რომლის ფარგლებშიც თეირანს, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციები მოეხსნა.
„ამიერიდან ყველა დებულება, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვები და მასთან დაკავშირებული მექანიზმები, შეწყვეტილად ითვლება“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა, უწყებაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანა „მტკიცედ გამოხატავს დიპლომატიისადმი ერთგულებას“.
The Guardian-ი წერს, რომ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, რომელსაც 2015 წელს ვენაში ხელი მოაწერეს ირანმა, ჩინეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და -მა მრავალწლიანი დიპლომატიური ჩიხი უნდა დაესრულებინა და ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ახალი ეპოქა დაეწყო.