ორშაბათს დილით, აზიაში ენერგეტიკულ ბაზრებზე ვაჭრობის დაწყებისას, ნავთობის გლობალური ფასების ზრდაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ნავთობის ფასზე უკვე მოახდინა გავლენა და ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. აშშ-ის მიერ ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვამ კი დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა, რაც სავარაუდოა, რომ ორშაბათს, ბირჟების გახსნისას აისახება ფასებზე.
„აშშ-ის თავდასხმებმა კონფლიქტი ახალ დონეზე აიყვანა და ბევრი შიშობს, რომ ეს ცუდ სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.
ეს შიში აისახება ნავთობის ფასებზე დამატებულ უფრო მაღალ გეოპოლიტიკურ პრემიაში – არავინ იცის, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს, მაგრამ, როგორც წესი, რაც უფრო დიდია შიში, მით უფრო დიდია პრემია“, – განუცხადა BBC-ს Crystol Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეროლ ნახლემ.
Brent-ის ფასმა სავაჭრო კვირა პარასკევს ბარელზე 77.01 დოლარით დახურა, ბოლო თვეში თითქმის 20%-ით ზრდის შემდეგ.
ამ ზრდის მიუხედავად, ნავთობის ფასები ამჟამად კვლავ დაბალია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
bm.ge
