ირანელმა ჰაკერებმა -ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსის პირად ელფოსტაში შეაღწიეს

FBI-ს დირექტორი, კაშ პატელიJonathan Ernst/Reuters27 მარტს -ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) დაადასტურა, რომ ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ს დირექტორის, კაშ პატელის პერსონალურ ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს, რის შემდეგაც ჰაკერებმა დირექტორის ფოტოები და სხვა სახის დოკუმენტები ინტერნეტში გაავრცელეს.
თავიანთ ვებგვერდზე ჰაკერულმა დაჯგუფებამ “ჰანდალას ჰაკერების გუნდმა” განაცხადა, რომ ახლა “პატელი თავის სახელს წარმატებული ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლთა სიაში იპოვის.”
მოგვიანებით FBI-მ დაადასტურა, რომ პატელის ელფოსტა ჰაკერების სამიზნე გახდა. განცხადებაში ბიუროს სპიკერმა, ბენ უილიამსონმა განაცხადა, რომ FBI-მ “ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა, რათა ამ ქმედებასთან ასოცირებული პოტენციური რისკები შემცირდეს”. მანვე დაამატა, რომ მოპარული მონაცემები “ისტორიული ხასიათის იყო და არ შეიცავდა არანაირ სამთავრობო ინფორმაციას”.
პატელის ფოტოებთან ერთად ჰაკერებმა გამოაქვეყნეს 300-ზე მეტი ელფოსტა, რომელიც 2010-დან 2019 წლამდე პირადი და სამუშაო დანიშნულების მიმოწერებს მოიცავს.