ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს – ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ ქართველ სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

ირანულ მედიაში გენო პეტრიაშვილის გაკეთებული ჟესტი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ დიდი განხილვის თემაა. მოგეხსენებათ, გუშინ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადის ფინალში 10:9 იმარჯვა და ოქროც ირგუნა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ კი გენომ მეტოქეს “გვირგვინის” ჟესტი უჩვენა. ერთ-ერთმა ირანულმა გამოცემამ ამას მახინჯი საქციელი უწოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2023 წელს ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს გვირგვინის ჟესტი უჩვენა, რომელსაც ვიდეოში თავად ნახავთ.
პეტრიაშვილს სოციალურ ქსელ Instagram-ზე კი ირანელი ადამიანების ნამდვილი შემოსევა აქვს. ქართველს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და უწერენ, რომ
ნამდვილი სპორტსმენი ასე არ იქცევა, ჩემპიონი მათთვის კი ზარე გახდა.
სად ჩანს ვიდეოში რომ გენოს აჩვენა? სირცხვილია ასეთი ტყუილი. მაყურებელს აჩვენა, ხოლო გენოსთან მივიდა და ვაჟკაცურად გადაკოცნა. ოდნავაც არ დაუმცირებია გენო. გენოს კი ნამეტანი მოუვიდა, მერე მიხვდა და დაუწყო მოფერება დაჯილდოების ცერემონიალზე. უნდა ვისწავლოთ იაპონელებივით ემოციების მართვა და ზომიერება. მით უმეტეს როდესაც ბევრისთვის სამაგალითო სპორტსმენი ხარ.
სიმართლე უნდა ვთქვათ რა, როცა თავის დროზე ეგ ჟესტი ზარემ გააკეთ მან ეს თავისთვის გააკეთა, გენო კი თავზე დაადგა დამარცხებულ კაცს და ეგრე უკეთა, არ იყო ლამაზი, თუმც არა უ|შავს ამდენი წლის ემოციამ ამოუხეთქა და თავი ვერ შეიკავა.