ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება

ოპოზიციაში თანხის დარიგებაზე ზეპირად საუბრობენ, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და შესაბამისად ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება, ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ფაქტი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. იგი „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, „ამომრჩევლის მოსყიდვასთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, რადგან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
„ბათუმში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროვოკაციულ შემთხვევას. ამ დროის მონაცემებით ამომრჩევლის 20%-მდე ფიქსირდება, რაც მაღალ აქტივობას ნიშნავს, მაღალი აქტივობის შემთხვევაში მოგეხსენებათ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.
ერთ-ერთმა აქტივისტმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბათუმში, პირველი შემთხვევის შემდეგ მეორეჯერ საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს, რეაგირება გააკეთა საარჩევნო უბნის კომისიამ, ეს ადამიანი იდენტიფიცირებული და შესაბამისად, ფიქსირდება ეს არის ოპოზიციის აქტივისტი.
რაც შეეხება თანხის დარიგებას, საუბრობენ ზეპირად, თუ რაიმე კონკრეტული ვიდეო ფირი ან მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოძიება დაიწყება. ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი ფაქტი არ არსებობს“, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს