მეტი მოქმედებაა საჭირო და ყველა ფრონტზე ბრძოლა – ამის შესახებ გასულ წელს თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე, ირაკლი წიგნაძე სოციალურ ქსელში წერს.
სამოქალაქო აქტივისტი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის მონაწილეობას ემხრობა და აღნიშნავს, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის.
მისი თქმით, “ეხლა აქვს ოპოზიციას შანსი რომ გამოასწოროს (საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული) უდიდესი შეცდომა, გამოვიდეს არჩევნებზე და “შეაკლას თავი”.
ირაკლი წიგნაძე რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასაც ეხმაურება, როცა გრიგოლ გეგელიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და ამ ადამიანებს კონკრეტული არგუმენტებით საუბარს ურჩევს:
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, მაგრამ ამაში რომ დავრწმუნებულიყავი საათობით რეპორტების კითხვა და ვიდეობის ყურება დამჭირდა.
ყველამ ვიცით, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი უაღრესად უნიათო ოპოზიციის ბრალია – ოფისებში იყვნენ შეკეტილები და ეგონათ გამარჯვება თავზე დაეცემოდათ, მაშინ როცა საარჩევნო უბნებზე უნდა ერბინათ და ყველა გზებით ებრძოლათ, რომ ან არ მიეცათ ოცნებისთვის გაყალბების საშუალება, ან ცხადად და იმდღესვე დაენახებინათ საზოგადოებისთვის, რაც ხდებოდა.
ეხლა აქვს ოპოზიციას შანსი რომ გამოასწოროს ეს უდიდესი შეცდომა, გამოვიდეს არჩევნებზე და “შეაკლას თავი” – როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ “ურწმუნო” მეორე ნახევარს ცხადად დაანახოს გაყალბება. ამ შანსის არ გამოყენება იქნება კიდევ უფრო დიდი შეცდომა, ვიდრე წინა არჩევნებზე “ხალხი არ შევაშინოთ” პოლიტიკა იყო.
ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რომ მხოლოდ უწყვეტი პროტესტი არ მუშაობს, მეტი მოქმედებაა საჭირო და ყველა ფრონტზე ბრძოლა.
დღეს ოპოზიციაში არის სამი რეალური ძალა – ლელო, გახარია და ნაცები (გასული-გამოსული, ყოფილი-მიმდინარე, მაგრამ მაინც ნაცები). სამიდან ორი იაზრებს ამ ყველაფერს და მოქმედებს შესაბამისად. როგორც ყოველთვის ბოლო 13 წლის განმავლობაში (მანამდეზე ამ პოსტში არაფერს დავწერ), ნაცებს აქვთ ყველაზე არასწორი და მავნებლური პოზიცია. არასწორი და მავნებლური ჩვენთვის, თორე თვითონ გონიათ რომ მაგრა იციან – მთავარია ერთადერთ “რეალურ” ოპოზიციურ ძალად გამოაჩინონ თავი და დანარჩენი თავისით მოხდება. ხოდა არ მუშაობს ძამა ეგ სტრატეგია არა, მაგის გამოა რომ საბოლოოდ ყელამდე ქაქში აღმოვჩნდით.
იქნებ შეიგნოთ ოდესმე და ჩვენც გვეშველება და თქვენც!
რაც შეეხება იმ ვითომ კაცს, ბენდენააფარებულმა რომ “გაუჭედა” ლელოელს – ყოველდღიურად ვეღარ, მაგრამ დრო-და-დრო მაინც დავდივარ ხოლმე აქციაზე. აგერაა ჩემი აზრები, მოდი და ვისაუბროთ ვინ შეიძლება იდგეს იქ და ვინ არა”- წერს წიგნაძე.