ირაკლი ჩიქოვანმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
„სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვა.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელშეწყობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მუდმივი განვითარების რეჟიმშია და ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება. მან მადლობა გადაუხადა სასწავლებლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებსა და მასწავლებლებს საშტატო იარაღი, უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში მკითხველები შეძლებენ ელექტრონული და ბეჭდური წიგნებით სარგებლობას. ასევე, შექმნილია სამკითხველო სივრცე, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოებისათვის.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო