ირაკლი ჩიქოვანი – სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით

სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესში წარდგენილ „მეგობარი აქტის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილი მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება.
„ეს არის „მეგობარი აქტის“ პროექტი, ვიდრე ეს აქტი უშუალოდ შედგება, როგორც აქტი და იქნება, როგორც საკანონმდებლო ნორმა, ამას კიდევ გარკვეული პროცედურები სჭირდება მთლიანად წარმომადგენელთა პალატაში და ასევე, სენატში. ამიტომ, დაველოდოთ და შემდეგ შევაფასოთ. სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით. იმედს ვიტოვებ, რომ ყველას ექნება ობიექტური შეფასების შესაძლებლობა იმ პროცესების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც შეეხება არჩევნებს, არ მახსენდება არჩევნები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოლოდინი არ იყოს, რომ ეს არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. ყოველ ჯერზე ეს სტანდარტი იქნა მიღწეული. აქედან გამომდინარე, აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ“,-განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, -ს კონგრესში დაინიცირებული აქტი, სახელწოდებით “MEGOBARI”. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით ს გავლენას დაუპირისპირდეს.