ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობს

„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან. საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნეს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია