ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანამ განვითარების გზაზე იაროს

დარწმუნებული ვარ, იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანამ განვითარების გზაზე იაროს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ.
„ძალიან დიდი ხანია პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება, ამ ინსტიტუტის მთავარი ფუნქციის უგულებელყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანამ განვითარების გზაზე იაროს. მეორე მხრივ, იქნება, როგორც მან თქვა, საზოგადოების გამაერთიანებელი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის