ირაკლი ჩიქოვანი ანკარაში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
უწყების ცნობით, წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.
„სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს სამმხრივ ფორმატში განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან – იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და განცხადებებს გააკეთებენ.
თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად იმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)