ირაკლი ჩიქოვანი – ამერიკულ დელეგაციასთან გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ

მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში, სადაც ამერიკულ დელეგაციას შევხვდით, ჩვენ გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თანამშრომლობა სასარგებლოა არამხოლოდ ქართველი, არამედ -ის მხარისთვისაც. ასევე ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტები თავდაცვის სამინისტროს და -ის თავდაცვის დეპარტამენტს. ეს ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე ვისაუბრეთ და მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
გარდა ამისა, ჩიქოვანმა უპასუხა შეკითხვას იყო თუ არა საუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ შემდგარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!