ირაკლი შატაკიშვილი- ვალდებულნი ვართ დავიცვათ იდეა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა თავი გაწირეს – მშვიდობით, ღირსებით უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს დაცული-გავხდეთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური ოჯახის წევრები

აგვისტოს ომიდან 16 წლისთავი რუსთავში აღნიშნეს, სადაც რუსთავის მერმა, მ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ.
„2008 წლის 8 აგვისტო, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ყველას გვახსოვს, 16 წლის წინ, აგრესორი ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით და ჩვენი გმირი ბიჭების დაღუპვით გამოწვეული ეს ტრაგედია. ეს გმირები, სამშობლოს დაცვის და მშვიდობის იდეას შეეწირნენ. ვალდებულნი ვართ დავიცვათ იდეა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა თავი გაწირეს. მშვიდობით, ღირსებით უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს დაცული- გავხდეთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური ოჯახის წევრები“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის მერიის განმარტებით, მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თბილისში, ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში, გვირგვინებით აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის და მისი დედის, მარინა გზირიშვილის საფლავები შეამკეს.
მათივე ცნობით, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეები, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი და სერჟანტი ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ.
ინფორმაციის მიხედვით, ექვსივე მათგანი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.