ირაკლი შაიშმელაშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდებაც დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ“, — განაცხადა პროკურატურამ.
ირაკლი შაიშმელაშვილი -ში იმყოფება. მისი ადვოკატის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ირაკლი შაიშმელაშვილის ქმედება და სიტყვები სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12-ის ნახევარზე ჩაინიშნა.