ირაკლი შაიშმელაშვილი – ყოფილ კოლეგებს ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს

შსს, ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანებს თავდაცვის სამინისტროდან კი იმის გამო ათავისუფლებენ, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს.
“მიმდინარე დღეებში, სახელმწიფოს, იმის ნაცვლად, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და კრიზისების მართვის ჯგუფი პრაქტიკაში გაეაქტიურებინა, , ჩემ ყოფილ კოლეგებს, ჩემზე შურისძიების მოტივით ათავისუფლებს (fb-დან რატომ არ წამშალეს).. ან თავდაცვის სამინისტროდან უშვებენ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე, პეტიციით რომ გამოხატეს პოზიცია.
ამაზე მეტს, რა რეპრესიებს ელით?! მითუმეტეს, რა პოზიტიური მოლოდინი გაქვთ?!
დუმილით ქვეყანა ხომ დაანგრიეთ და ახლა საკუთარი მომავლის სარეცელზე ბოლო ლურსმანს აჭედებთ”,- წერს შაიშმელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია