“კობახიძე, ბიძინასთან მისასვლელ გზებს ასუფთავებს” – ამის შესახებ გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა “ყურადღების გადატანის მცდელობაა.
დღეს რუსული ოცნება რასაც აკეთებს არის მხოლოდ სანახაობა – პურიც აღარ არის, მხოლოდ “წყალ-წყალა სუპია ქოცებისთვის”.
ტროიკიდან არცერთს, ვერც და არც დაიჭერენ.
ციხეში გაუშვებენ მხოლოდ წვრილფეხობას და იმათაც ისე გამოყრიან ცოტახანში გარეთ ვერავინ გაიგებთ.
ეს ყველაფერი არის ყურადღების გადატანის მცდელობა:
- პარლამენტში მიღებული კანონებისგან;
- ქუჩაში საზოგადოების დევნისა და რეპრესიებისგან;
- პორტებში რუსების ღია და დაუფარავი ბიზნესაქტივობებისგან;
- აფხაზეთიდან ტვირთების ოფიციალურად მიღებისგან;
- რუსი მოქალაქეების მიერ საქართველოში ეკლესიის მშენებლობის მიზნით შექმნილი ფონდებიდან ფულის გარეცხვისა და სხვა ქმედებებისგან;
- და ა.შ. სია გრძელია.
რუსულო ოცნებავ ბრავო, საინფორმაციო ომის სახელმძღვანელოებში შესაყვანია თქვენი ტაქტიკა და მეთოდოლოგია!
P.S. ისე, ეს არის ჩიჩილაკას სპეცოპერაცია (მოსკოვის მხარდაჭერილი) რომელსაც ორ ფლანგზე ატარებს. ბიძინას ეტაპობრივად აცლის ერთგულ ადამიანებს. ღარიბა ამპარტავანი, კორუმპირებული და იდიოტია, თუმცა ძაღლივით ერთგული. ხოდა ერთი ხელით დიქტატურას და პირად კლანს აძლიერებს, მეორეთი ბიძინასთან მისასვლელ გზას ასუფთავებს,” – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.