ირაკლი შაიშმელაშვილი: ბიძინა ივანიშვილს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ იმხელა ზიზღი და ამბიცია აქვს, რომ შესაძლოა ის ნავალნიდ აქციოს

“ბიძინა ივანიშვილს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ იმხელა ზიზღი და ამბიცია აქვს, რომ შესაძლოა ის ნავალნიდ აქციოს” – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქართველმა ოლიგარქმა მილიარდების ყოფილ მმართველს, რომელიც გუშინ დააპატიმრეს, “დამოუკიდებლად, საკუთარი ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით ფულის შოვნა და ქონების დაგროვება არ აპატია”.

ბოლო პერიოდში უამრავი ღირსეული ადამიანი დააკავეს, მაგრამ ბაჩიაშვილი აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა ივანიშვილისთვის. ბიძინას მის მიმართ იმხელა ზიზღი და ამბიცია აქვს, რომ შესაძლოა ის ნავალნიდ აქციოს, რამე დამართოს. ბაჩიაშვილის საკითხი აბსოლუტურად განსხვავებულია. ის არის რეალური საფრთხის წინაშე. მას შეიძლება რამე მოუვიდეს. ივანიშვილმა მას ვერ აპატია, რომ პიროვნებამ დამოუკიდებლად, საკუთარი ინტელექტუალური რესურსით თანხები იშოვა. ეს ვერ აპატია ივანიშვილმა ბაჩიაშვილს, რადგან ის ხარბი ადამიანია. შესაბამისად, საფრთხეები დიდია”. – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა. 

გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები