ირაკლი ყანდაშვილი – საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია, საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია, საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე ­მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.
როგორც ყანდაშვილი აღნიშნავს, მედიატორობა მნიშვნელოვანი პროფესიაა და მედიაცია მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების ეფექტური მექანიზმია.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სახელით, მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავთ. ეს წელი სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, ჯანმრთელობის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს! 2023 წელს, ბევრი სირთულე თუ გამოწვევა იყო, მათ შორის, მედიატორთა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე და წარმატებით აგრძელებს ყოველი გამოწვევის თუ სირთულის გადალახვას.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მედიაცია მნიშვნელოვანი პროფესიაა და სოციალური მშვიდობის გზაზე, მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების ეფექტური მექანიზმია.
მადლობას ვუხდით მედიატორებს, დაუღალავი შრომისთვის, მედიაციის ყველა მხარდამჭერს, მათ შორის, საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვინც მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში წვლილი შეიტანა, ვუსურვებთ სრულიად საქართველოს წინსვლის და განვითარების, ბედნიერების და მშვიდობის კიდევ ერთ ახალ წელს“, – აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ