საქართველოს ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან 2 თვეში ჰქონდა. მას კანონით მიცემული ვადა არ დაურღვევია და განახლებული დეკლერაცია 23 მარტს გამოაქვეყნა. თანამედებობა, კი მიმდინარე წლის 29 იანვარს დატოვა.
განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი პრემიერის მთავარი შმეოსავლის წყარო კვლავ მშობლების ნაჩუქარი ფულია.
2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45 100 ლარი იყო, 14 000 ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს;
2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 000 ლარამდე გაზარდა.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ გასულ წელს, ყოფილმა პრემიერმა შვილების სწავლაში 37 000 ლარამდე დაიხარჯა, ოჯახის წვეულების ხარჯი კი 15 000 ლარია.
დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის – ნიკოლოზ ღარიბაშვილის 2023 წლის აგვისტოში აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი.