ირაკლი ღარიბაშვილი – ხელმოცარული, რადიკალური ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც ცდილობენ მოკავშირეების დახმარებით დამატებითი ჟანგბადი მიიღონ, ვერაფერს გახდებიან – საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე

ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება. აქ უჩვეულო არაფერია, პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ, ჩვენს საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლების მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ეს იქნება გზავნილი, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
„რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, საზოგადოებას, ჩვენს ხალხს მიმართავს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იქნა მიღებული, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ ჩვენი პარტიის ასეთი შეკრება გამართულიყო. ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება. აქ უჩვეულო არაფერია, პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ, ჩვენს საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე. ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ, ამიტომ ის ხელმოცარული ე.წ. ოპოზიციონერები, რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ცდილობენ მოკავშირეების დახმარებით აქ დამატებითი ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და რაღაც დამატებითი ქულები ჩაიწერონ, ვერაფერს გახდებიან. ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, სად დგას სიმართლე, ეს ერთი რამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს. მეორე, ეს იქნება გზავნილი იმისა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად და ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად, არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ არეულობას, დესტაბილიზაციას და რამე პროვოკაციას. ჩვენ კარგად ვიცით მეორე მხარის, რადიკალური ოპოზიციის სურვილი რა არის, რა იყო სურვილი – სურვილი იყო, შემდეგი, მომხდარიყო ამ ქვეყანაში რევოლუცია. ბოლო 3 წელიწადში 3 მცდელობა იყო რევოლუციის მოხდენის. რა თქმა უნდა, ეს ყველა მცდელობა მათთვის კრახით დასრულდა, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, უფლის შეწევნით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ არჩევნებს ძალიან ძლიერად მოვიგებთ და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი უშიკიშვილი – უწყვეტ პროტესტს აქვს დიდი ძალა – ჩვენ აქ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის კი არ ვართ შეკრებილი, აქ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ იმ წნეხისგან, რაც მოდის რუსეთის მხრიდან