ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მოქალაქეების ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა, იქნება მშვიდობა თუ ომი – პირდაპირ ასე უნდა ითქვას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ალიაშვილის ქუჩაზე, #54-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
„ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. არჩევანი ჩვენი ხალხისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა – იქნება მშვიდობა თუ ომი – პირდაპირ ასე უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს