ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს – მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო.
პრემიერი თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს და ყველა მის მსმენელს.
„მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი. სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა.
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…