საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერი-მინისტრი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მადლობას უხდის სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის.
პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეების შრომას განსაკუთრებით აფასებს, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გაწეული შრომისთვის.
“საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში. განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უმეტესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას, თითოეული თქვენგანის ერთგულებას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი კვლავაც საკვანძო როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში. შემდგომ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში