ირაკლი ღარიბაშვილი – საუბარი, რომ ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო ვექტორის ცვლილება – გამორიცხულია – სენატორების წერილის პათოსი არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა – ბუნდოვანება მოიხსნება და გავალთ წინ

არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს გაუგზავნეს.
მისი შეფასებით, საჭიროა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რადგან მისი შეფასებით ის გაუგებრობები აღმოიფხვრას, რომელიც მათთან არსებობს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან და ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამავდროულად, არაერთხელ მითქვამს, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დგას გამოწვევების წინაშე, მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და უცხო ქვეყნის – ს ჯარები დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში.
ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან და თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ალბათ, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. უნდა დავარწმუნოთ ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიის გზას, როგორი განცხადებებიც გაკეთდა, რომელიც საფუძველმოკლებულია.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე, რომლის ჩანაწერიც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდა. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო ვექტორის ცვლილება – გამორიცხულია.
შესაძლოა ჩვენ გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები ვერ გვექნება, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობა და ბუნდოვანება მოიხსნება და გავალთ წინ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ -ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი უშიკიშვილი – უწყვეტ პროტესტს აქვს დიდი ძალა – ჩვენ აქ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის კი არ ვართ შეკრებილი, აქ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ იმ წნეხისგან, რაც მოდის რუსეთის მხრიდან