ირაკლი ღარიბაშვილი – როდესაც ქვეყანაში სრული უიმედობა იყო გამეფებული, სწორედ ამ დროს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მუქარის მიუხედავად გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართულიყო

მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში იმ გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის, და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალიან მაგარ, უღალატო და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ ჩვენს მაგარ ხალხს, ჩვენს აჭარას და აჭარლებს, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა სწორედ 2012 წლის მოვლენების შეხსენებით დაიწყო, „როდესაც პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მუქარის მიუხედავად პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა“.
„მინდა ჩემი მთავარი სათქმელი 2012 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყო, როცა ქვეყანას სამუდამოდ ჩამოვაშორეთ საკუთარი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტერი, მოძალადე, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ტერორზე, შანტაჟსა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულების ჩახშობაზე იდგა! ქვეყანაში სრული უიმედობა იყო, ჩაგვრის ქვეშ მყოფ ჩვენს ხალხს კი თითქოს რწმენა ჰქონდა დაკარგული, რომ უცხო ინტერესების მსახური, უსამშობლო პოლიტიკური ძალისგან საკუთარ ქვეყანას დაიხსნიდა. და სწორედ ამ დროს, ჩვენი ქვეყნის ასეთ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ჩვენმა ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების და უამრავი უკანონო გზებით ბრძოლის და მუქარის მიუხედავად პოლიტიკაში ჩართულიყო და მისი ეს ქმედება პირადი ინტერესების გვერდით გადადების და საერთო ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია, რაც ჩვენი ბრძენი ქართველი ხალხისთვის იმ საოცარი ერთიანობით, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა! და ეს თარიღი ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არ დარჩა არცერთი სფერო, სადაც ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი არ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. 12 წლის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე ის პრობლემები და ის საშინელება, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ჩვენი ბიზნესმენები, ბიზნეს რეკეტისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პოლიტიკური და სააკაშვილის კლანის გავლენებისგან, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვერით პატიმრებთან არაადამიანური პრაქტიკა, გათავისუფლდა მედია და ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ამოსავალ წერტილად იქცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის