ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჩაანაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს – ირაკლი კობახიძე