ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს − ხავიერ კოლომინას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.

ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში