საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით – “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე.
მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/PhotoEditorPro_1738880097145-750x375-p59CM2-300x150.jpeg)