ირაკლი ღარიბაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებულ კითხვას.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია კარგი სანახავი არ არის და საჭიროა, “დამშვიდება, დაწყნარება” და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა.
„ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ძალადობას ვემიჯნები, ძალადობის ფაქტები სასიამოვნო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სიმშვიდე გვჭირდება, სიტუაციას დამშვიდება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარტიებს, თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ეს დაძაბული ველი, რაც დღეს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის და საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა, ეს უნდა იყოს მთავარი. თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ ევროპა (არაფერი არ გაუკეთებიათ ევროპისთვის და ევროპელობისთვის) და უნდა რაღაც შეცვალონ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ. შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რიტორიკა უნდა შეიცვალონ. შევახსენებთ, რომ სთვის მოემზადონ და წყნარად [იყვნენ]“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტიის თავმჯდომარის, ს ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.