ირაკლი ღარიბაშვილი – მივიღეთ მონაწილეობა პანელზე, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც წარმოაჩინეს საქართველოს წარმატების მაგალითი

ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ეფექტური ნაბიჯები გადადგა სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ სამანტა პაუერისგან პირადად მიიღო მოწვევა აღნიშნულ პანელზე.
„რამდენიმე დღის წინ, მივიღე მოწვევა, პირადად ქალბატონი სამანტა პაუერის მხრიდან. მისი თხოვნით მივიღე მონაწილეობა ამ პანელზე. ეს საკითხი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ან ამერიკისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან, ეხება ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მათ ჯანმრთელობას.
ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პანელზე, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული. პანელზე წარმოაჩინეს საქართველოს წარმატების მაგალითი, იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ეფექტური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?