ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს, იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.
“იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
მთავრობის მეთაურმა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მიიწვია.
კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ დაბის საამიროს ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში. კომპანია ელექტროენერგიისა და წყლის მნიშვნელოვან წილს აწარმოებს და აქტივები არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ს სამეფოში, ომანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანიის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3.67 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ 43% -იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა