ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში ს ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე.
„პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება