ირაკლი ღარიბაშვილი: ვის უნდა დავუპირისპირდე? მე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები

ვის უნდა დავუპირისპირდე? მე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანის მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: “შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს”.

ღარიბაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკას ტოვებს და კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

“რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას საზოგადოება გაიგებს, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ პოლიტიკიდან გავიდე, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, დაელოდეთ და გაიგებთ.

მე გითხარით, რომ მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ს მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე რომ პოლიტიკიდან გავიდე, წინასწარ რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა ახლა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, ცხოვრებას მივყვეთ! მე ყველას წარმატებას გისურვებთ,

რაც შეეხება იმას, რომ პარტია დავტოვე იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.